ამ წუთებში ვრცელდება დავით ნებიერიძის პოსტი სადაც ის წერს რომ: ბაჩალიაშვილის ბურუსით მოსულ დაღუპვაზე რომ ვფიქრობ პირველ რიგში ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ასევე უცნაური გარემოებები მაგონდება.
ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის იმიტაციის სტრატეგია იმდენად მაგონებს კიწმარიშვილის მკვლელობის იმიტაციის გარემოებებს, რომ ერთი და იგივე ქილერების შესრულებული მგონია.
გაგახსენებთ, რომ ეროსის თვითმკვლელობის იმიტაცია იმდრნად აბსურდულად გამოიყურეება, რომ გარემოება ყველაზე უცნაურად გამოიყურება ყველა სავარაუდო ვარიანტთან შედარებით. თუ ეროსის თავის მოკვლა უნდოდა, მაშინ რაღა მაინც და მაინც ავტო ფარეზში ჩავიდა, ჩაჯდა მანქანაში, გაიკეთა ღვედი, დაქოქა ავტო, აანთო ფარები და იმის ნაცვლად, რომ ლოგიკურად დაეძრა მანქანა და ამოსულიყო ავტო ფარეხიდან, გამგზავრებულიყო სადაც აპირებდა, ადგა და ტყვია იკრა თავში. რაში სჭირდებოდა ამდენი მანიპულაციები, როცა ლოგიკურია იფიქრო, რომ თავის მოკლვლისთვის სავსებით საკმარისი იყო საკუთარ სახლშივე მოეკლა თავი. ან, ჯანდაბას ჩამჯდარიყო ავტომობილში და ყოველგვარი ზედმეტი მანიპულაციების გარეშე მოეკლა თავი. ყოველგვარი ღვედის გადაჭიმვის, მანქანის დაქოქვისა და ფარების ანთების გარეშე. ანუ, უაღრესად აფსურდულია იმ მოქმედებების ჩამონათვალი და თანმიმდევრობა, რომელსაც აკეთებს კაცი რომელიც თავს იკლავს.
ზუსტად იგივე ალოგიკური ქმედებებია დაფიქსირებული ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაშიც. რაში სჭირდებოდა გოგინას ამხელა მარშრუტის გავლა, თუ თავის მოკვლას აპირებდა? მთავარი რაც ლოგიკურად მეჩვენება როდესაც მკვკელობის ვერსიას ვანვითარებ არის ის, რომ მკვლელებს სჭირდებიდათ რამოდენიმე დღის მოგება მკვკელობის შემდეგ, რათა გვამის გაღრწნას დაემალა ძალადობის კვალი. სავსებით ლოგიკურია, რომ წყალში გახსნილი მედიკამენტები გოგონას ჩაასხეს პირში ძალის გამოყენებით და ძალადობის კვალი უკვე დაფარულია. რატომ გადავიდოდა უკანა სავარძელზე, როცა გაცილებით ლოგიკურია თვითმკვლელობის ჩადენა მძღოლის სავარძელზევე. ერთი რამ ცალსახაა: თუ მკვკელებს სჭირდებოდათ დროის მოგება, მაშინ ისინი ბედის ანაბარად არ დატოვებდნენ გვამიან ავტომობილს დაუცველად. ეს ავტომიბილი საიმედოდ ყავდათ გადამალული და მხოლოდ ბოლო დღეს დატოვეს იმ ადგილას სადაც აღმოაჩინა პოლიციამ.
პროფესიონალთა სიკვდილის ბრიგადა მუშაობს, რომელიც ყველა ვარიანტში სპეცსამსახურების კონტროლირებადი, ან სულაც მათი კუთვნილი ქვედანაყოფია და ეროსი კიწმარიშვილიც ზუსტად მათი ლიკვიდირებულია. თვითმკვლელობის იმიტაციის სტრატეგიის იდენტურობიდან გამომდინარე. თან უმნიშვნელოვანესია ის დეტალიც, რომ ორივე მკვლელობა ავტომობილშია ჩადენილი. ეს კი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ქილერების ქვედანაყოფს ეს სტრატეგია კარგად დამუშავებული აქვთ.
წყარო: pianews.site