23 წლის დაღუპული პროგრამისტის ფეისბუქ გვერდი სოც ქსელიდან გაქრა – ვინ წაშალა თამარის პროფილი ფეისბუქიდან?

0

თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება. მიზეზი უცნობია. ადვოკატი “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობს.
მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ის კომენტარს არ გააკეთებს.
“ამის თაობაზე არაფერს გეტყვით. მალე მივდივარ ექსპერტიზის ბიუროში კომპიუტერთან დაკავშირებით და გავარკვევ, წინასწარ არაფერს გეტყვით.

კომპიუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წამომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი – ეს დადასტურდება.

სხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს,”- აცხადებს ადვოკატი და დასძენს, რომ თუ კომპიუტერი გაიხსნება, გასაჯაროვდება მხოლოდ ის, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიებას.

Share.