“სიკვდილი რომ გამოიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგუნა იმის განცდა და აი რა მოხდა შემდეგ”

0

“სიკვდილი რომ გამოიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგუნა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგუნა, იმათაც ძალიან განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამოილეწეს და აღარ ივიწყებდნენ.

ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგუნა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა… მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.”

გოდერძი ჩოხელი “ადამიანთა სევდა”

Share.