“ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული, ამის დაწერა უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა” – კობა დავითაშვილის მოულოდნელი მიმართვა

0

ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, აქ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კობა და­ვითშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძვის. პო­ლი­ტი­კოსს ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი 2017 წლის ივ­ლის­ში და­უს­ვეს, მა­შინ, როცა სიმპტო­მებ­მა თავი იჩი­ნა.
და­ვი­თა­ში­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ის იმ ძლი­ე­რი ტრავ­მე­ბის შე­დე­გად გა­ნუ­ვი­თარ­და, რაც 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს მი­ა­ყე­ნეს, როცა მი­ტინ­გის დროს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი თავს და­ესხნენ, სას­ტი­კად სცე­მეს და სიკ­ვდი­ლის პი­რამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც ჩანს პო­ლი­ტი­კო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. ცოტა ხნის წინ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. რო­გორც ის ამ­ბობს, და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­ჭი­როა კონ­კრე­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტის გა­დას­ხმა, რაც დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

“ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, დღეს უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­მი­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, მე კი პირ­ვე­ლად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­თი­თა­ოდ ვერ გი­თხა­რით მად­ლო­ბა და პოსტზეც კი ვერ დავ­სვი მო­წო­ნე­ბის ნი­შა­ნი. ეს იმი­ტომ მოხ­და რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი და ექიმ­თან ვერ წა­ვე­დი უსახ­სრო­ბის გამო.

მაგ­რამ წინ უფრო ცუდი დღე­ე­ბი მე­ლის. საქ­მე ისაა რომ ჩემი (ბეხ­ტე­რე­ვის) და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­და­ვად­დეს აღ­სას­რუ­ლი პრე­პა­რატ “რე­მი­კე­ი­დის” ორ თვე­ში ერთხელ გა­დას­ხმით, რო­გორც ინ­სუ­ლი­ნის ინექ­ცია კი ვერ კურ­ნავს, მაგ­რამ ავა­დებს დი­ა­ბე­ტის შე­დე­გე­ბის დად­გო­მას. ოღონდ ინ­სუ­ლი­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით რე­მი­კე­ი­დის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა არ არ­სე­ბობს და მისი 1 გა­დას­ხმა 1000 აშშ დო­ლა­რი ჯდე­ბა.

ანუ თუ არ მექ­ნა თვე­ში 500 დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მა­ინც, ტან­ჯვით სიკ­ვდი­ლის­თვის ვარ გან­წი­რუ­ლი. მე კი მარ­ტში სრუ­ლი­ად უმუ­შე­ვა­რი დავ­რჩი. ერთი გა­დას­ხმის ფული მე­რი­ამ ჩა­მი­რი­ცხა, მე­სა­მე­დი ვე­ტე­რან­თა დე­პარ­ტა­მენ­ტმა (დიდი მად­ლო­ბა მათ) ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ვე­რა­ფე­რი ჩა­მი­რი­ცხა არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­დაც ბევ­რი ხარ­ჯი აქვს.

მე მეს­მის, რომ ყვე­ლას უჭირს და დალ­ხი­ნე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა, მაგ­რამ თუკი ამ დღე­ში თა­ვად სა­ხელ­მი­ფომ ჩა­მაგ­დო (წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით) განა სა­მარ­თლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა რომ ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბიც სა­ხელ­მწი­ფომ გა­ი­ღოს (ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით).

მეს­მის რომ უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი ვარ, მა­ხა­სი­ა­თებს მწა­რე სი­ტყვე­ბის ლა­პა­რა­კი, ვერ ვუ­წო­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისეთ ქმე­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია.

ალ­ბათ უმუ­შე­ვა­რიც ამი­ტომ დავ­რჩი, მაგ­რამ ნუთუ ჩემ ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა ერთი ჩემ­ნა­ი­რი ენამ­წა­რე, რო­მე­ლიც მა­შინ ამო­ი­ღებს ხმას, როცა თით­ქმის ყვე­ლა სდუმს და ოპო­ზი­ცია კი კი­დევ უფრო უა­რე­სის მომ­ხრეა?ერთი სიკ­ვდი­ლი გა­ვა­თა­ვე, სა­ნამ ამ პოსტს ვწერ­დი, მაგ­რამ უკი­დუ­რეს­მა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ მა­ი­ძუ­ლა. გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ, მე­გობ­რე­ბო, რომ ად­რე­სა­ტე­ბამ­დე მი­ვი­დეს” – წერს და­ვი­თაშ­ვი­ლი.

Share.