გუშინ სამშობიარო კლინიკა “ჰერაში” მშობიარობა ტრაგედიით დასრულდა. 41 წლის პაციენტი, რომელმაც 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა.
მშობიარე თამუნა მინაშვილს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. საკეისრო კვეთა ექიმმა ირაკლი მაჭარაძემ გააკეთა.
როდესაც მთავრდებოდა საკეისრო კვეთა, მოხდა არტერიული წნევის ვარდნა და
გულის გაჩერება. ყველანაირ ზომას მივმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ დადგა ბიოლოგიური სიკვდილი.
პაციენტის ცხედარი გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და საბოლოო მიზეზი სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. წინასწარი დიაგნოზი ალბათ არის თრომბოემბოლია.” – ამბობს ექიმი.
როგორც ექიმი ამბობს თამუნას მშობიარობამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარეს, ყველა ანალიზი. ტყუპი ნაყოფი იყო და სამწუხაროდ მოხდა ეს. მან ასევე თქვა რომ მისი ორსულობა დამაკმაყოფილებლად მიდიოდა, რამდენჯერმე საჭირო გახდა მედიკამენტოზური ჩარევა, თუმცა სერიოზული არაფერი.
წყარო: ambavi.cc