როდის გადაიღო თამარ ბაჩალიაშვილმა ბოლო სურათი? – რას ამბობს ცოტა ხნის წინ შსს-დან გამოსული ადვოკატი

0

ცოტა ხნის წინ შსს-ში ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან 7-საათიანი ეხვედრა დასრულდა. ბაჩალიაშვილის მშობლებმა შსს უკომენტაროდ დატოვეს. რაც შეეხება ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეფონიდან და სოციალური ქსელებიდან თითქმის ყველა ინფორმაცია არის წაშლილი.
„ლოკაციის დაფიქსირების იმედი რომ გვქონდა, ისიც კი ვერ დგინდება. “ვოთსაპში” და

“მესინჯერში” ყველაფერი არის წაშლილი. ბოლო თარიღი მიწერ-მოწერაში არის 15-დან 20 ივნისამდე. დადგა საჭიროება, რომ ფედერალური ბიურო ჩაერთოს საქმეში, რადგან არ შეიძლება აქ თვითმკვლელობაზე იყოს საუბარი. სხვათა შორის, გაირკვა, რომ ბოლო სურათი თამარს ჰქონდა გადაღებული 15 ივლისს და ეს არ მოასწავებდა არანაირ სუიციდს.

უამრავი ფაილები იქნება შესასწავლი. 150 ვიდეოკამერის ჩანაწერია შესასწავლი, უამრავი პიროვნება არის დასაკითხი და სატელეფონო ჩანაწერებია ბევრი. რასაც მე მოვიძიებ, რომელიც გამოძიებას გამოადგება, ყველაფერს გადავცემ ექსპერტიზას. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არის მკვლელობა და თანაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი”, – განაცხადა რამიშვილმა.
წყარო:geonewest.com

Share.