ბაჩანა ლობჟანიძე ასაჯაროებს “სქრინებს”, რომლებიც, მისივე თქმით, ასახავს მისი გადაადგილების მარშრუტს 20-21 ივლისს.
გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” ლობჟანიძემ თქვა, რომ ბოლო პერიოდში მის მიმართ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და მისი გადაადგილების დამადასტურებელი ფოტოებიც სწორედ ჭორების პრევენციისთვის წარადგინა.
“ბევრი რაღაც ისეთი გამოიკვეთა, რომ მე ვქეიფობდი დაკრძალვის დღეს, ბევრი ინციდენტი გახდა საჯარო და
ეს მითი რომ გაქრეს, ჩემი Google-ის თაიმლაინი ამოვიღე და მინდა ვაჩვენო ყველას, სად ხდება ჩემი გადაადგილება ამ დროს.
მე ამას (ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას) ვიგებ 21-ში, საღამო ხანს, დაახლოებით 20:00-21:00-საათზე.
მაბრალებენ, რომ გავიყვანე თამარი თეთრიწყაროდან და ბოლოს გავგუდე, თუ რაღაც ასეთი, ამაზრზენი და ფანატიკური იდეები”.
წყარო:ambavi.cc