”შუათანა მეუბნებოდა ჯერ ჩემი პატარა ძმა გადაარჩინეო” – ვინ არის მაშველი, რომელმაც დღეს 3 პატარა ბავშვი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა და გადაარჩინა

0

მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარში მოყოლილი 3 ბავშვი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს.

“იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდი, შუათანამ მითხრა ჯერ ჩემი ძმა გადაარჩიენო. კიბეებზე, რომ ჩამყავდა ველაპარაკებოდი, რომ არ შეშინებოდა.” – უყვება მაშველი “პრაიმტაიმს”.

შემთხვევა დღეს, 28 აგვისტოს, დილით მოხდა, ცეცხლი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Share.