თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ არსებობს ფოტოალბომი, სადაც თემურის და თამარის ერთობლივი ფოტოებია შენახული.
“თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში. უაღრესად კარგი პიროვნება, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ თამუნამ აირჩია კარიერა. არსებობს ერთი ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებია.
ეს ალბომი პროკურატურაშია. მე წავიკითხე თემურის ჩვენება, ის ღირსეული ადამიანია და
ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას ჩვენებებში” – აღნიშნა “მთავარარხთან” თეონა თამაზაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, თემურ ჭანუყვაძე ადასტურებს, რომ ის თამარის შეყვარებული იყო.
წყარო:geonewest.com