ხაშურის სოფელ დიდი ალიში ტრაგედია დატრიალდა. რუისელი ძმები – წიტარიშვილები ხაშურის მუნიციპალიტეტში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები.
ისინი წლებია ჭების გათხრასა და დასუფთავებაზე მუშაობდნენ. ამჯერად ჭის დასუფთავება სურდათ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდაპირველად ჭაში სამუშაოდ უმცროსი ძმა ჩავიდა.
ჩაიხსნა თოკი და დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცოტა ხანში დახმარება ითხოვა, საშველად სასწრაფოდ ჭაში მისი უფროსი ძმა ჩავიდა, როგორც ფაქტის თვითხილველი ამბობს, იგი შეეცადა ძმა იქიდან ამოეყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ცუდად გახდა და ორივე ჭაში ჩავარდა.
ფაქტის თვითმხილველმა მამაკაცმა სასწრაფოდ პოლიცია და მაშველები გამოიძახა, მაგრამ იქ მოსულ სამართალდამცავებს და მაშველებს ძმები უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ძმების ცხედრები მაშველებმა ჭიდან ამოიყვანეს და გორის პროზექტურაში გადაასვენეს.
წყარო: pianews.site