“ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად” – რას ჰყვება გოგო, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და

0

29 ივნისს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 24 წლის ვიზაჟისტის, სევა შამოიანის დაწვა სცადა. გოგონა საავადმყოფოდან გუშინ ხელწერილის საფუძველზე გაწერეს და ახლა რეაბილიტაციის კურსს ბაკურიანში გადის.
“პრაიმტაიმი” სევას დაუკავშირდა, ახალგაზრდა გოგონამ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ინციდენტის ღამის და ე.წ. შეყვარებულის შესახებ დეტალურად ისაუბრა. – სევა, პირველ რიგში გვიამბეთ, როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? – ბოლომდე არ ვარ კარგად, ყველაზე მთავარი ეტაპი – რეაბილიტაცია დაიწყო. ჯერ ვერ დავდივარ, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ სხვების დახმარებით. გუშინ ვიმგზავრე და ტკივილები მაქვს, ვწევარ. ვაგრძელებ შეხვევებს, უბრალოდ კლინიკაში ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, ექთანს ბაკურიანში ჩამოვიყვანთ. დაახლოებით ორი თვე ვიყავი კლინიკაში, ერთი თვე რეანიმაციაში გავატარე, შემდეგ პალატაში გადამიყვანეს. ხელწერილით გამოვედი საავადმყოფოდან 17 ათასი ლარი დამრჩა გადასახდელი. – რა ურთიერთობა გქონდათ ბიჭთან, რომელმაც ბენზინი გადაგასხათ? – ეს ბიჭი ჩემი შეყვარებული არ იყო.

საერთოდ გაწყვეტილი მქონდა მასთან ურთიერთობა. ამ შემთხვევამდე, ათი დღით ადრე გამოჩნდა, ჯერ მომიკითხა, ადამიანურად ვუპასუხე, შეხვედრა მთხოვა, ვუთხარი, არ მცალია, ზღვაზე მივდივარ გოგოებთან ერთად-მეთქი, ეს არ მოეწონა და აქედან დაიწყო ყველაფერი. შეყვარებულები არასდროს ვყოფილვართ, რაღაც ურთიერთობა გვქონდა, სანამ გავიგებდი როგორი ადამიანია. – რა მოხდა იმ ღამეს, როცა ბენზინი გადაგასხათ გახსოვთ? – ჩემი და იყო სახლში. ამ ბიჭმა მომიკაკუნა და გარეთ გავედი. ჩემმა დამ მითხრა: ერთ საათში თუ არ მოხვალ დედას დავურეკავო. მომატყუა მანქანაში ბენზინი გამითავდა ვიყიდოთო და ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად. წერეთელზე ჩავედით, ხუთლიტრიანი „ბალონით“ იყიდა ბენზინი და ჭიშკართან როცა მოვედით გადამასხა. სანამ ბენზინს გადამასხამდა, ჯერ დამარტყა, ვუთხარი არაკაცი ხარ, როგორ იქცევი-მეთქი და როგორც კი შევედი ეზოში ცეცხლი მომიკიდა. ყველაფერი მახსოვს. 2020-08-06ქალი, რომელიც მამაკაცებს მხეცურად კლავდა, ქორწილების რეგისტრატორად მუშაობდა ჩემმა დამ სასწრაფოდ შემიყვანა სახლში, მეგონა ავფეთქდებოდით, თურმე მეზობლები გამოვარდნენ და დაიწყეს ცეცხლის ჩაქრობა. ვკიოდით, განყოფილებასთან ვცხოვრობთ, კივილი გაიგონა პოლიციამ და სასწრაფოდ მოვიდა ჩვენთან. – რას საქმიანობდა ეს ბიჭი, რომელმაც თქვენი დაწვა სცადა? – ეს ბიჭი, ჩემთვის მკვლელია, არაფერს წარმოადგენდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ადამიანს ადამიანის ასე გამეტება შეუძლია, რომ მეუბნებოდა დაგწვავო არ მჯეროდა. სევას დასახმარებლად შექმნილია ანგარიშის ნომერი. საქართველოს ბანკი:

წყარო: geonewest.com

Share.