თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა,თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.
პრემიერის თქმით, სწავლის გადადება ეხება როგორც სკოლას, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს.
„„ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი ნებისმიერი, უმაღლეს სასწავლებლებში, ისევე როგორც სკოლებში სწავლა დაიწყება პირველი ოქტომბრიდან“, – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
წყარო: ambavi.cc