თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილმა საფრანგეთში სტაჟირება ისეთ დაწესებულებებში გაიარა, რომლებსაც სპეცსამსახურები აკონტროლებენ:
ორი სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი, ორივე დაწესებულება, სადაც თამარმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის- ამბობს ბურცხვანიძე და ფულის გათეთრების მასშტაბურ სქემაზე საუბრობს, რომელშიც მისი თქმით, სწორედ კომპანია ZAG-ის ხელმძღვანელი, აბრაჰამ რეიხბახია დაკავშირებული:
საქმე ეხება მასშტაბურ ფინანსურ თაღლითობას, ფულის გათეთრებას, რომელშიც გარეულია სამხრეთ კავკასია თავისი ყველა ქვეყნით და აქ საქართველოსაც უჭირავს გარკვეული როლი. ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი გახლავთ აბრაჰამ რეიხბახი, რომლის მიმართ ინტერესი 6-7 წლის წინ გაჩნდა და რაკი რეიხბახს საქართველოში თავისი სტრუქტურები აქვს და კომპანია ZAG პირდაპირ არის მის სახელთან დაკავშირებული
თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან. თამარი გახლდათ ძალიან სერიოზული სპეციალისტი, მისი ძირითადი პროფილი გახლდათ ინფორმაციის სისტემატიზება, დალაგება და ანალიზისთვის გამზადება. ეს ინფორმაციები შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს, რაც სერიოზული ბერკეტია პერსონალური მონაცემების სიღრმისეული ანალიზისთვის“- ამბობს ფურცხვანიძე.