რამდენიმე საათის წინ, ქალების განწირულმა კივილმა ფეხზე დააყენა უბანი _ამდენი თვითმკვლელობა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.დღეს გავიაზრე ბოლომდე, თუ რატომ ითვლება თვითმკვლელობა მიუტევებელ ცოდვად… რამდენიმე საათის წინ, ქალების განწირულმა კივილმა ფეხზე დააყენა უბანი _ მეზობელ კორპუსში, ბიჭმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე… ვლოცულობდი გადარჩენილიყო, ალბათ რამდენი ლოცულობდა კიდევ, მაგრამ ამაოდ… ცრემლები რომ გამიშრა და მერამდენე სანთელიც ჩაქრა, ჩემი შეშფოთება სიბრაზემ შეცვალა: კარგი, შენი თავი არ გებრალება, მაგრამ ოჯახის წევრები… დედა… როგორ გძულს ისე, რომ ამგვარი გაუნელებელი სატანჯველისთვის იმეტებ?!.. ესე იგი სიყვარული აღარ იყო შენში, ამიტომაც გადადგი ეს ნაბიჯი. რომ გყვარებოდა, მიწიური ჯოჯოხეთისთვის არ გაიმეტებდი ოჯახს… დედას… “თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს…” ლადო… სადა ხარ ახლა?!
((((( ამდენი თვითმკვლელობა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. უღმერთოდ და უიმედოდ დარჩენილი ახალგაზრდები… ჩვენ მეტი ვიცითო _ იქადნებიან და აჰა, სცოდნიათ მეტი, პანტა-პუნტით იკლავენ თავს… არა! აღარ არის ვაი-ვიშის დრო!!! სისხლისგან ვიცლებით, ვთავდებით, ვილევით… გააგებინეთ შვილებს, ახალგაზრდებს, რომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა! სულის წაწყმედაა! სისუსტის, სიმხდალის გამოხატულებაა! სირცხვილია!!!!!!!! ქეჩოში მოკიდეთ ხელი და წაათრიეთ ეკლესიაში!!! ხალხნო, რომელი მტერი გაგვანადგურებდა ასე? ვერც ერთი… “თავს არ მოიკლავს ქართველი, არა… ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს…” არ მოიკლავს… როგორ არა… სად ხარ ლადო?! ((( ეჰ…
-წერს თამუნა სვანიძე სოც სქელში.