“ძალიან შეურაწყოფილი ვარ ისევე როგორც მთელი ერი “გამორიცხულია ეს არ გავაკეთო, თქვე სამარცხვინოებო” – რა მოხდა “იმედის” პირდაპირ ეთერში

0

რა მოხდა “იმედის” პირდაპირ ეთერში-ძალიან შეურაწყოფილი ვარ ისევე როგორც მთელი ერი “გამორიცხულია ეს არ გავაკეთო, თქვე სამარცხვინოებო”
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” ფარერების ჩემპიონ “კლაკსვიკს” ესტუმრა და გამანადგურებელი სხვაობით, 6:1 დამარცხდა.
აღნიშნულ სირცხვილს ცნობილი ქართველი ტელესახე, ოთარ ტატიშვილი გადაცემა “იმედის დილაში” გამოეხმაურა.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” სტუმრად, ფარერის კუნძულების გუნდ “კლაკსვიკთან” 1:6 დამარცხდა. ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, ოთარ ტატიშვილი თბილისის “დინამოს” მარცხს დილის გადაცემაში გამოეხმაურა. ტატიშვილის თქმით თბილისის “დინამომ” მსოფლიოს მასშტაბით ერი შეარცხვინა.
“ძალიან შეურაცხყოფილი ვარ პირადად მე და მთელი ერი და გამორიცხულია, რომ ამას არ გამოვეხმაურო, რადგან თბილისის დინამომ თავი მოგვჭრა ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. არ შეიძლება, რომ ბორის პაიჭაძის, მიხეილ მესხის, დათო ყიფიანის ქვეყნის ჩემპიონმა წააგოს 6:1, თან ვისთან, ფეხბურთელებთან, რომლებმაც გუშინ ექვსი გოლი გაგვიტანეს, დღეს კი ერთი სტომატოლოგია, პაციენტს მიიღებს, მეორე მეთევზეა და ზღვაში გავა სათევზაოდ, მესამე კი ფერმერი და გიფსოკარდონის სპეციალისტი. პროფესიებს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ნახევრად პროფესიონალური გუნდია, სამოყვარულო ჩემპიონატი აქვს ფარერებს, სირცხვილია, თავის მოჭრა, უნამუსო და სამარცხვინო გუნდი ხართ” – განაცხადა ოთარ ტატიშვილმა.

Share.