შემზარავი ფაქტი მოხდა გუშინ ღამით რუსთავში. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შავი „მუსტანგი“ 16 წლის ელენე ბაშარულსა და მის ძაღლს დაეჯახა და ორივე ადგილზე მოკლა. მძღოლი მიიმალა.
არასრულწლოვანი გოგონა სასწრაფოს მისვლამდე დაიღუპა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც გოგონას ახლობელი ამბობს ელენეს დედ-მამა არ ჰყავს და მას მისი ბიძაშვილი მარიამი ზრდიდა, ელენე დედამ დაბადებისთანავე მიატოვა. მათ შორის ასაკში დიდი სხვაობა არაა, მაგრამ მარიამი ელენეს დედის მაგივრობას უწევდა.