ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეწყერმა სახლი და ავტომობილი მოიყოლა. სახლში, რომელიც მეწყერმა მოიყოლა 1 ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა.
ოდნავ მოგვიანებით მაშველებმა ჯერ მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს, შემდეგ კი მიწისქვეშ მოყოლილ სახლში მყოფი ოჯახის წევრების, ქალის და მამაკაცის.
დღეს კი მურმან თედორაძეს ცხედარი იპოვეს. მისი მშობლების ცხედარი მაშველებმა გუშინ, ხოლო მოზარდის ცხედარი დღეს იპოვეს.
როგორც ამბობენ მურმან თედორაძე სკოლაში სწავლის პარალელურად, ძალოვანთა ნაკრებში ირიცხებოდა და საკმაოდ წარმატებულიც იყო. მას უამრავი მედალი და სიგელი აქვს მოპოვებული.
ძალოვანთა ნაკრების ფედერაციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოც ქსელში განცხადება გაავრცელა: ”საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს პატარა ძალოსნის, 15 წლის მურმან თედორაძისა და მისი მშობლების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, რომლებიც ხელვაჩაურში საკუთარ სახლში მეწყერმა მოიყოლა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც ირკვევა დაღუპულები ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილია.
გავრცელებული ინფორმაციით თედორაძეების ოჯახიდან მხოლოდ გოგონა გადარჩა, რადგან სტუმრად იყო წასული ხულოში…
წყარო:ambavi.cc