ახალი წლის დღეებში გახსნილი სავაჭრო ობიექტები და მაღაზიები დაიკეტა. 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებია, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები. მკაცრი აკრძალვების ნაწილი 16 იანვარს მოიხსნება. მთავრობის დადგენილებით ქვეყნის მასშტაბით:
16 იანვრიდან ქვეყნის მაშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
დელივერსა და გატანის სერვისებს;
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
აგრარული ბაზრობის მუშაობას
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება. წყარო:bednierebis.club