ქობულეთში, 14 წლის გოგონა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, წესის აგების გარეშე დაკრძალეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი მეზობელი უყვება. მისი თქმით, ნინი ქრისტიანი იყო, თუმცა ბაბუის ოჯახმა ბავშვი ისე დაკრძალა, რომ მღვდელს არც კი შეატყობინეს.
„შესაძლოა, თავი რომ მოილა წესის აგება არც მომხდარიყო, მაგრამ თვითონ ოჯახმა გადაწყვიტა ასე. ისე დაკრძალეს, რომ მღვდელსაც კი არ დაუძახეს“, – გვიყვება მეზობელი.
„პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, მამა იოანესთან გადაამოწმა, რომელმაც გვითხრა:
„ჩვენთვის ნამდვილად არავის მოუმართავს. მისი ოჯახი არც დაგვკავშირებია. რომ მოემართა ეკლესია იმსჯელებდა ამ საკითხზე, მაგრამ ეს მას შემდეგ, რაც თავად ოჯახი მოითხოვდა ამას. ამის სურვილი არ გასჩენიათ. სხვათაშორის, მე გადავამოწმე ინფორმაცია და ქობულეთში ყველა მღვდელს ვკითხე, ვინმე ხომ არ დაგკავშირებიათ ოჯახიდანთქო, მაგრამ ასეთი კონტაქტი არ შემდგარა. ასე რომ, ტყუილია, თითქოს რომელიმე მამაომ უარი თქვა მისვლაზე და წესის აგებაზე რომ ყოფილიყო ოჯახის მხრიდან ინიციატივა, რაღაცას მოვიმოქმედებდით“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ მამა იოანე.წყარო:geoambebi.om