“ძმა ახალგაზრდა ასაკში გარდაეცვალა..” – ნახეთ რა ტრაგედია გადაიტანა ნატო გელაშვილმა

0

აქართველოში ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ნატო არ უყვარს. მას თბილი იმიჯი და სიყვარულით სავსე აურა აქვს მორგებული, რითაც საზოგადოების პატივისცემას იმსახურებს.დღეს სწორედ მის უცნობ ამბებს მოგიყვებით, რომლის შესახებაც ჟურნალისტებთან თავად საუბრობდა.მას სამ წელიწადში გარდაეცვალა 43 წლის ძმა, დედა და მამა.
“ყველაზე დიდი ტკივილი კი ჩემი ძმის დაკარგვაა. მისი იმქვეყნად წასვლით 2013 წელს ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მასთან ერთად დავემშვიდობე გარე სამყაროს. ის იყო ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ჩემი ყველაფერი უხაროდა. მისი გარდაცვალების მერე სამყაროსთან კონტაქტი შევწყვიტე. მისი

წასვლიდან მთელი ოთხი წელი არსად ვჩანდი, არ შემეძლო გაღიმება და თავს უფლება არ მივეცი, ისეთი ნატო ვინმეს ენახა. სცენაზე არ გავდიოდი, თუმცა, როცა

მაღაზიაში ჩავდიოდი, ვისვამდი წითელ პომადას და ვიღიმოდი, რომ ის ტრაგედია და ტკივილი დამემალა.

სიზმრად ხშირად მოდის მამუკა. როცა მიჭირს და სულიერად გაუსაძლისია მონატრება, მოდის და სულ ჩემ გვერდითაა. მე მის არსებობას ვგრძნობ და მასთან ერთად განვაგრძობ ცხოვრებას. როცა სიზმრად მამუკას ვხედავ, ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება.

ხშირად, გავუფრთხილებივარ. მე მჯერა, რომ არსებობს იმქვეყნად წასულებთან კავშირი და ვგრძნობ მათ სიახლოვეს.

ასევე, დიდი ტკივილი და დარტყმა მომაყენა ჩემი უახლოესი მეგობრის, გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ.

ძილისგუდა არასოდეს ვყოფილვარ, ძილი არ მიყვარდა და ახლა ერთი სული მაქვს როდის დაღამდება, დავიძინო და რომელიმე მოვიდეს სიზმრად.წყარო:ambavi.club

Share.