“ქალი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, მთელი სხეული უცახცახებდა ამ დროს კი ეს მაღალი ბიჭი მოვიდა და აი ეს გააკეთა..” – ნახეთ რა მოხდა მეტროში

0

ასეთი ადამიანები გვჭირდება, საამაყო და სამაგალითოა ნამდვილად..❤️
ესკალატორზე მაღლა მიმავალ მწვანექურთუკიან ქალბატონს და მის გვერდით მდგარ მაღალ ბიჭს დააკვირდით! საქმე ის არის, რომ ამ დილით ამ მწვანექურთუკიანმა ქალბატონმა ჩაიჩოქა საბურთალოს ხაზზე.ყინულივით ცივი და გადაფითრებული იყო, მთელი სხეული უცახცახებდა. ამ დროს ხალხიც მოგროვდა, ამ მაღალმა ბიჭმა ქალბატონი ლამის ხელში აყვანილი მიიყვანა კიბეებთან, პულსი გაუსინჯა და გარშემოხვეულ ხალხს მიმართა: –
საშიში არაფერია, პულსი ნორმალურია, სასწრაფოს გამოძახება საჭირო არ არისო.
მერე ქალბატონს რაღაცები ჩაეკითხა. მან:

– მეუღლეს13 იანვარს ინსულტი მოუვიდა, იმ დღიდან არც ერთი ღამე არ მძინებია; წუხელაც გავათენე, ახლა კი სამსახურში მივდივარო.
ბიჭმა: – ალბათ მშიერიც იქნებითო, და მის პასუხს არც კი დაუცადა, ისე წამოაყენა: – აუცილებლად რამდენიმე წუთით უნდა გამომყვეთ გარეთ, შიმშილს უნდა მივხედოთო!
ამასობაში იქვე მდგარმა პოლიციელებმა ჰკითხეს, – ძმაო, ექიმი ხარო?
იმან კიდევ, – ჯერ ისევ სტუდენტიო, და ქალბატონი ლამის კვლავ ხელით აიყვანა ესკალატორზე; ამ უკანასკნელსაც სხვა
გზა არ ჰქონდა, უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
მადლობა აუცილებლად და განა მარტო ერთი ადამიანის მიშველებისთვის, ზოგადად, მომავლის იმედის ჩუქებისთვისაც!წყარო:geoambebi.com

Share.