“ახლა მოვედი მე პოლიციასთან, როგორც გავიგე…” – ნახეთ სინამდვილეში რა ვითარებაში იპოვეს სალომე ტეტუნაშვილი

0

იყო საავადმყოფოსთან დაგდებული. წამლებისგან გათიშულია. ალბათ რამე დამაძინებელი ან ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს, – ამის შესახებ ერთ-ერთმა ემიგრანტმა ნათია ჩაჩანიძემ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ტეტუნაშვილთან დედამისია ამოსაცნობად წასული.
“ახლა მოვედი მე პოლიციასთან, როგორც გავიგე, დედამისი, ადვოკატი ინგა სიხარულიძე და თარჯიმანი საავადმყოფოში არიან წასულები. თავად ის გოგო იძახის, სალომე ვარო და მიდიან, დედამისმა უნდა ამოიცნოს.

გუშინ გვითხრეს, რომ სახლებში დაიშალეთ, ხვალ ყველაფერი კარგად იქნებაო და წამოვედით. თვითონ საავადმყოფოში არ იყო შიგნით შესული, იყო საავადმყოფოსთან დაგდებული. წამლებისგან გათიშულია. ალბათ რამე დამაძინებელი ან ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს, ამდენი ინფორმაცია არ მაქვს”, – აცხადებს “მთავარ არხთან” ემიგრანტი, ნათია ჩაჩანიძე.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გაუჩინარებულ ემიგრანტ ქალს 5 დღეა უშედეგოდ ეძებდნენ და დღეს იპოვეს.

ცნობისთვის, ნეაპოლში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა სამი დღის წინ დაკარგული სალომე ტეტუნაშვილის სამძებრო სამუშაოების აქტიურად დაწყების მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი მსვლელობით იმ ადგილისკენ გაემართნენ, სადაც 27 წლის ახალგაზრდა მუშაობდა. გაუჩინარებულის კვალზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“მესამე დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს ყველაფერი, კამერების ამოღებაც ვერ მოხერხდა. გოგო საღამოს სამსახურიდან გავიდა ნაგვის გადასაყრელად და იქ აღარ დაბრუნებულა. ტელეფონი, დოკუმენტები, აბსოლუტურად ყველაფერი სამსახურში აქვს დატოვებული”, – აცხადებდა ნეაპოლში მცხოვრები ნინი ჩიქოვანი.

Share.