”ბიძაშვილმა ყველაფერი აღიარა, მე-7 კლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა და ტუალეტში…” – ნახეთ შოკისმომგვრელი დეტალები

0

ვერც სკოლამ, ვერც სოციალურმა აგენტებმა , ვერც თანასოფლელებმა ვერ შეამჩნიეს რომ გოგონა ორსულად იყო – ბავშვი ქურთუკით გადაადგილდებოდა ასე პასუხობენ ისინი ჟურნალისტს კითხვაზე. მამა ამტკიცებს რომ 9 თვის განმავლობაში ვერ შეამჩნია რომ მისი 13 წლის გოგონა ორსულად იყო და ეს მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა საპირფარეშოში შესულმა ძირს ახალშობილი იპოვა. “ნაყოფი უკვე გარდაცვლილი იყო, აბა რა გადაარჩენდა”-აცხადებს გოგონას მამა.

ამბავი იმერეთის ერთ-ერთ მაღლამთიან სოფელში მოხდა . გოგონამ დილით მამას უთხრა, რომ ცუდად იყო. მამაკაცი წამლისთვის წავიდა უკან მობრუნებულმა კი ნახა, რომ მის შვილს სისხლდენა ქონდა. გოგონა საპირფარეშოში იყო. როგორც მამა ამბობს ჯერ შვილი გამოიყვანა, ჩამობრუნებულმა კი ახალშობილიც იპოვა . სოფელში სასწრაფო დიდითოვლობის გამო ვერ ავიდა, ასე რომ გოგონა ცენტრამდე ტრაქტორით ჩაიყვანეს . ადგილობრივები აბობენ, რომ არასრულწლოვანს მშობიარობის შესახებ არაფერი უთქვამს, მხოლოდ შველას ითხოვდა.

გოგონა გადარჩა და მედიკოსებმა მშობიარობის ფაქტი დააფიქსირეს . კლინიკამ პოლიცია გამოიძახა მშობიარობის ფაქტს არასრულწლოვანი პოლიციის მისვლამდე კვლავ მალავდა და არ აღიარებდა სამედიცინო პერსონალთან , შემდეგ კი პოლიციას მოუთხრო რომ სექსუალური კავშირი ორ არასრულწლოვანთან ქონდა . ერთ-ერთი მათგან მისი მოგვარე და ბიძაშვილია.

მამა ამბობს რომ ბიჭი მათთან დადიოდა, თუმცა ეჭვი არ გასჩენია. “აღიარა კიდეც მე ვიყავიო, ისიც სკოლის მოსწავლე”– აცხადებს მამა.

სანამ ადგილზე პოლიცია მოკვლევას დაიწყებდა, ადგილობრივებს დაურეკს და აცნობეს, რომ გოგონამ იმშობიარა და ახალშობილი სოფელში იყო. მამამ ახალშობილის ცხედარი გამოაჩინა , როგორც ცნობილი ხდება შვილიშვილი ბაბუამ პოლიეთილენის პარკში გაახვია და ბოსელში მალავდა. მეზობლების თქმით ნაყოფი ჩამოყალიბებული იყო. მამა ადასტურებს რომ პოლიციაში დარეკვაზე არ უფიქრია, რადგან აფორიაქებული იყო. “შეგვიშინდა, ვიფიქრე არ დაგვიჭირონ”

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადსვენებული, მისი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად.

ადგილობრივები ამტკიცებენ რომ გოგონას ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ. “სახლში შევედი და კურტით იჯდა, რომ ვკითხე რატომ თქო, მცივაო”-ამბობს მეზობელი . იგივეს აცხადებს მამა “მე ვერ მივხვდი და ქალი უნდა მიმხვარიყო” -ამბობს ის.

გოგონა სკოლაშიც დადიოდა და დღე არ გაუცდენია. ინფორმაცია 13 წლის გოგონას ორსულობის შესახებ არ მათ არ ქონდათ. “არაფერი შეგვიმჩნევია”-აცხადებენ ადგილზე.

გამოძიება ასევე არკვევს ქონდა თუ არა ძალადობას ადგილი.

წყარო:ტვპირველი

Share.