“დედაჩემთან მიბრძანდით სახლში და მაშინ ნახავთ ნამდვილი ომი სად არის..” – დათო ლიკლიკაძე

0

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს რუსების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ის პირადად ვერც რუსს მიიღებს სტუმრად და ვერც ფრანგს… ასევე დასძინა, რომ მეორე სახლში კი სადაც დედამისი ცხოვრობს, დედა ვერ ეგუება ვერცერთ ეროვნებას…“ძალიან ბევრ პოსტზე მომნიშნეს რუსების მიღებასთან დაკავშირებით და ბარემ დავპოსტავ ამაზეც.

მე პირადად ვერც რუს მივიღებ სახლში და ვერც ფრანგს. იმიტომ კი არა ტრაკს ვათამაშებ, უბრალოდ ვიწროთ ვცხოვრობთ და სტუმარი რომ მოდის ჩვენთან, ოჯახის რომელიმე წევრი გავდივართ სახლიდან.ახლა ვიდრე ონისე (ან ვინმე) დააკომენტარებს სხვა სახლებიც ხომ გაქვსო, მოგახსენებთ, რომ ერთი გაქირავებული მაქვს უკვე, ხოლო მეორეში, სადაც მართლა, როგორც იტყვიან ცხენი გაჭენდება, დედა ცხოვრობს. ამ ეტაპზე არ მახსენდება ეროვნება ან ნაცია, რომელსაც დედაჩემი იგუებს. თუ არ გჯერათ მიბრძანდით საფიჩხიის სახლში დედაჩემთან და ნამდვილ ომს მაშინ ჩახედავთ თვალებში.” – წერს ლიკლიკაძე
წყარო:dainteresdi.club

Share.