“ვიცი არ დამიჯერებთ ამასაც მაგრამ..” – ნახეთ ლელა კაკულია

0

საქართველო ერთიანია!
საქართველო ძლიერია!
საქართველო აუღებელი ციხე-სიმაგრეა და უტვინო კრემლი − რუსეთი, ვერ დაისაკუთრებს უფლის სასუფეველს, რომელსაც საქართველო ჰქვია!!!
2008 წელი, 20 აგვისტო
საქართველოს, ჩემო საყვარელო ქართველებო, ერთი გოჯი მიწა არ მოაკლდება. ეს წინასწარმეტყველებაა, ანუ სიტყვაა უფლისა და ის ყოველთვის სრულდება. ვერაფერი მას ვერ შეაჩერებს.
ჩემი საყვარელი საქართველო, ვხედავ, შენდება, თავისუფალია, მართლა დემოკრატიულია, ერთ მუშტაად არის შეკრული და ამას ვერაფერი აღუდგება წინ. სამაჩაბლოც საქართველოს ძირძველი მიწაა, აფხაზეთიც და საინგილოც. ვერავინ ჩამოაჭრით ამ ნაწილს ჩემს ქვეყანას, კოსმიურ ენერგიებს ვერ მოერევით!
„რაც თქვენ გეკუთვნით, ის წაიღეთ და არა იმაზე მეტი!“ − ბრძანებს უფალი და ასეც მოხდება.

2009 წელი, 16 აპრილი

საქართველო, ქართველები – ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა იყო წარსულში და რა იქნება მომავალში, საიდან აღმოვცენდით, რას გვეუბნება ჩვენი ისტორია ჩვენს წარმომავლობაზე?

<…> ნუ დაგავიწყდებათ, ქართველნო, რომ ჩვენი სამშობლო ძლიერი და ვრცელი ქვეყანა იყო. ნუ დავივიწყებთ, რომ:

რუსეთმა წაიღო სოჭი, დვალეთი, პირიქითა ხევსურეთი და თებერდა;
სომხეთმა წაიღო (მისცა რუსეთმა და ორჯონიკიძემ) ლორეს ოლქი;
აზერბაიჯანმა წაიღო: საინგილო, აჯინოურის ველი და ტბა, მტკვარ-იორის შუამდინარეთი მინგეჩაურის ზღვამდე, ეგრეთ წოდებული, ჯეირნის ველი;
ჩვენი მიწები წაიღო თურქეთმაც (ჯერ ოტომანთა იმპერიამ, შემდეგ რუსეთმა დაუთმო): ართვინის ოლქი, ლაზეთი, იმიერტაო, ამიერტაო და კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, ერუშეთი, ფოცხოვი, ქალაქი კარი (სომხურად ყარსი).
დააკვირდით, ქართველნო, რუსეთმა რამხელა ტერიტორია წაგვართვა. მაგრამ წინასწარმეტყველება, რომ საქართველო იბრუნებს დაკარგულ მიწებს, ასი პროცენტით ასრულდება.

ჩვენ, ქართველები, ვფლობდით საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, მაგრამ შემდეგ მსოფლიოს გადანაწილება მოხდა. ვხედავ, მომავალში ისევ შეიცვლება სახელმწიფოთა საზღვრები, ისევ მოხდება გადანაწილება და საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ მიწებს.

როგორ და რა გზით? იმავე გზით, როგორც წაგვართვეს და დაანაწევრეს ჩვენი ქვეყანა.

2009 წელი, 4 დეკემბერი

მომავალში საქართველო დაიბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რომლებიც რუსეთმა ჩამოგვაჭრა და წაგვართვა. დაგვანაწევრა!

მინდა, რასაც ვხედავ (და ისტორიულადაც ასეა), ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ მოვნიშნო ის ქართული ტერიტორიები, რომლებსაც მომავალში დავიბრუნებთ:

აფხაზეთი და სამაჩაბლო;
ჯიქეთი (სოჭი);
დვალეთი (ჩრდილო ოსეთი);
თებერდა (ჩრდილოეთ კავკასია. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი. რუსეთი);
ქლუხორი;
საინგილო (აზერბაიჯანი);
იორი (მტკვრის შუამდინარეთი მინგეჩაურამდე, აზერბაიჯანი);
ლორე (სტეფანავან-კიროვოკანი; სომხეთი);
ართვინის ოლქი;
არდაგანის ოლქი, თურქეთი, ისტორიული ტაო-კლარჯეთი;
არზრუმის ოლქის ჩრდილო ნაწილი (თურქეთი: სპერი, ბასიანი, თორთომი);
აღმოსავლეთ ლაზეთი (ხოფა, რიზე, ჭანიხი);
დასავლეთ ლაზეთი (ტრაპიზონამდე).
აი, მთელი ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო. იქ, იმ დაკარგულ მიწებში ქართული სულია ჩამარხული, რომელიც სუნთქავს და ცოცხლობს. ვხედავ, მომავალში ვიბრუნებთ საქართველოს – მთლიან საქართველოს ასი პროცენტით.

ეს არის ჩემი მომავლის საქართველო – ერთიანი, დემოკრატიული, ძლიერი ევროპული სახელმწიფო 30 მილიონი ქართველით! ეს ის პატრიოტი ქართველები არიან, რომლებიც უცხო ხალხს ფეხს არ მოაკიდებინებენ ჩვენს მიწაზე.

თითოეული ქართველი, ვხედავ, რომ ჯარისკაცია, იცის ბრძოლა და თუ საჭირო იქნება, მთელი საქართველო ჯარისკაცად იქცევა.

ეს არის თამარისა და დავით აღმაშენებლის ძლიერი საქართველო. აი ამას ჰქვია მებრძოლი სული – გადამრჩენელი ქართული გენისა. ეს არის საქართველოსა და ქართველების არსებობის გაგრძელება დედამიწაზე. ასეთია ნება კოსმოსისა, ნება უფლისა!

ვხედავ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია ევროპა-ამერიკისთვის ყველა მიმართულებით. ამიტომ მას მუდმივი მხარდაჭერა აქვს. ტერიტორიების მთლიანობა კი დიდი ქვეყნების ინტერესებში შედის და ამით საქართველო ყოველმხრივ დაცულია.

ვხედავ, მომავალში ხალხი მუშაობს, სოფელი ძლიერია, გლეხი მდიდარია, საკუთარი მიწა გვინახავს და სხვისი არაფერი შემოედინება. საჭმელზე, უმუშევრობასა და კიდევ ბევრ სხვა რამეზე აღარ ფიქრობს ხალხი. წარსულში დარჩა ყოველივე, ცუდი სიზმარივით.

დღეს ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც სხვა მრავალი წინასწარმეტყველება ასრულდა, ისე ასრულდება სიტყვა-სიტყვით.

2014 წელი, 29 აპრილი

საქართველოში შეიცვლება პოლიტიკა, შეიცვლებიან პოლიტიკოსები და დაიწყება „გიორგი ბრწყინვალის“ მმართველობის ხანა.

ქართველმა მეფემ, გიორგი ბრწყინვალემ, საქართველოს თავისი ძველი საზღვრები დაუბრუნა − ის საზღვრები, რომელიც თამარის დროს იყო შემოხაზული. ჩვენი დროის „გიორგი ბრწყინვალეც“ ზუსტად საზღვრებთან დაკავშირებით წამოიწყებს პოლიტიკურ ბრძოლებს და მოიგებს კიდეც. ამის შემდეგ აზერბაიჯანთანაც გარიგდება საინგილოს თემაზე და მასაც დააბრუნებს საქართველოს საზღვრებში.

ეს არის აბსოლუტური რეალობა, რაც აუცილებლად ასრულდება. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანს ძალიან, ძალიან დასჭირდება საქართველო.

2016 წელი, 3 ივნისი

საქართველო დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს — აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს მიწები არასდროს გახდება არც რუსეთისა, არც აფსუებისა და არც ოსებისა. ეს საქართველოს ძირძველი მიწებია და კოსმოსი მას არ დაუთმობს რუსეთს არასდროს!!!

<…> ვხედავ, მომავალში აზერბაიჯანიც კეთილს ინებებს და ქართულ მიწებს დაგვიბრუნებს. ეს მრავალი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. საინგილო — ეს საქართველოა და მოვიდა დრო მისი დაბრუნებისა.

რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს — ეს წმიდა ადგილია და მას საქართველო ჰქვია.

ფრთხილად! კოსმოსი არ აპატიებს აზერბაიჯანს ასეთ დამპყრობლურ პოლიტიკას ქართულ მიწაზე.

ამაში საქართველოს მეგობარი ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს. განსაკუთრებით იაქტიურებს ამერიკა. ეს ყველაფერი დადებით როლს ითამაშებს, ვხედავ.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რუსეთიც საქართველოს დაუჭერს მხარს.

ვხედავ, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, დაიბრუნებს თავის მიწებს.

ეს ყოველივე თურქეთსაც ეხება, რომელსაც უდიდესი ნაწილი აქვს ოკუპირებული ქართული მიწებისა.

ამ საკითხშიც იაქტიურებს რუსეთი, აქაც საქართველოს მხარეს დადგება. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საკითხები მის პოლიტიკას აწყობს.

მათ თამაშს მაინც აეხდება ნიღაბი…

(მთავარ ფოტოდ გამოყენებულია საქართველოს რუკა თავის ისტორიულ საზღვრებში, რომელზეც ქალბატონმა ლელამ ჩვენი სამშობლოს მცველი კოსმიური ენეგიები მონიშნა)” – წერს კაკულია
წყარო: mix.metronome. ge

Share.