“ზუსტად ამ დროს უნდა ჩაუთქვათ სურვილი, ეს არის საუკეთესო დრო, რათა თქვენი სურველები ასრულდეს…” – მიხეილ ცაგარელმა ახლახანს ზუსტი თარიღი დაასახელა

0

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის შესახებ საუბრისას განმარტა, რომ 22 თებერვალი მნიშვნელოვანი თარიღია, რა დროსაც კოსმოსური ენერგია მეტად დადებითი იქნება.
ასტროლოგი გვირჩევს ჩავიფიქროთ სურვილი 22 თებერვლის 22:22 საათზე, რაც მაღალი ალბათობით დაგვეხმარება სურვილების ასრულებაში.

“განსაკუთრებულად მიაქციეთ ყურადღება 22 რიცხვს, 22.02.2022 ჩვენ ვხედავთ რომ არის ექვსი ორიანი, ეს არის ჯამში 12 რიცხვი 1+2 გვაძლევს 3-ს , 3 არის საკრალური სამების, რიცხვი, ღვთიური რიცხვი, ეს ნიშნავს, რომ 22-ში, სამშაბათ დღეს ხდება აკუმულაცია ძალიან სასიკეთო კოსმოსური ენერგიებისა, ამიტომ ეს არის საუკეთესო დრო და დღე, 22 თებერვალს საღამოს 22 საათსა და 22 წუთზე, იმისთვის რომ იოცნებოთ, ჩაუთქვათ სურვილები ილოცოთ და რაღაც სასიკეთო გააკეთოთ, რაც გვაძლევს მაღალ ალბათობას იმისა, რომ ეს ოცნებები, სურვილები შემდგომში ახდეს“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

Share.