”ია ფარულავა ტორტით მომადგა, ვიქეიფეთ, ვიგრიალეთ და…” – ნახეთ მამა პეტრე კოლხის დაბადების დღის ამბები

0

დეკანოზი პეტრე კოლხი 27 იანვარს 42 წლის გახდა. დაბადების დღის ამბებზე მამაომ ”პრაიმტაიმთან” ისაუბრა.
პეტრე კოლხი: – გადავწყვიტე მარტო ვყოფილიყავი. მეზარებოდა სტუმრიანობა. ძალიან გადავიღალე. თან ერთაწმინდაში ორმაგად მკაცრია ზამთარი, წყლის პრობლემაა და შარშანდელი წლებისგან განსხვავებით, თავი შევიკავე სტუმრიანობისგან.

რადიოში ჩემი საავტორო გადაცემა, წინა დღეს ჩავწერე, რომ ჩემს დაბადების დღეზე, აღარ მივსულიყავი. ბევრმა მეგობარმა დარეკა, მომილოცეს. მათ შორის – მამა გურამ ოთხოზორიამ, რომა რცხილაძემ, ლაშა ღლონტმა, ნინო ჩხეიძემ…

რადიოში რომ მომისმინეს, იუბილარ მამაოს გადაცემა მიმყავდა, დათო არჩვაძე სიმღერით და ია ფარულა ტორტით მომადგნენ! დათომ ცოცხლად იმღერა “ჩემო ბეღურა”, ჩემს ლექსზე ამერიკაში დაწერილი სიმღერა, რომელიც ორსულ ცოლს მიუძღვნა. ამ სიურპრიზმა ძალიან გამახარა.

ჩაგვერთო გიორგი ფხაკაზე და ჟენევის პეიზაჟი დაგვათვალიერებინა. საოცარი სიტყვები მითხრა.

(გიორგი ფხაკაძე: მამა პეტრე, შენ ხარ უშველებელი ენციკლოპედია. ბევრ რამეს გეკითხები. ბევრი რამ სხვანაირად დამანახე… შენ მე დამარწმუნე, რომ ჩვენ, კოვიდის დროს, ღმერთი გვეხმარება.)

მერე გადავინაცვლეთ სხვაგან. იქაც ვიქეიფეთ, ვიგრიალეთ. თამადა იყო ია ფარულავა.
წყარო: ambavi.club

Share.