„მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს და მომწამლეს, როცა..“ – მიხეილ სააკაშვილი

0

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 იანვრის სასამართლო პროცესის შესახებ განცხადებას აკეთებს.
სააკაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ექიმების დასკვნებს არ ენდობა და აცხადებს, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალია.
„9 იანვრის სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ:
1. სამინისტრო არ ენდობა არცერთი მისი შერჩეული ექიმის დასკვნას.
2. ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ. 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა. ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე – სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ

მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, „შუმოკი“ მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში. ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად გენიოსს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.
ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.
რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური მაგნიცკის სიაში ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი“, – აცხადებს სააკაშვილი.

Share.