“როგორია ახლა ლელა წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა” – ნახეთ პირველი კომენტარი კლინიკიდან

0

როგორც ცნობილია, მომღერალ ლელა წურწუმიას კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ჩვენთან საუბარში კლინიკის დირექტორის მოადგილე, ლალი ტურძელაძე აცხადებს, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

ლელა წურწუმიას ომიკრონის შტამი დაუდასტურდა.

“ლელა წურწუმიას ომიკრონი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თავს ნორმალურად გრძნობს.” – აცხადებს ლალი ტურძელაძე.

Share.