როგორ უნდა მივიღოთ თითოეულ ოჯახის წევრზე 30 ლარიდან 100 ლარამდე დახმარება ყოველთვიურად – ნახეთ დეტალურად

0

თუ თქვენი ოჯახი სოციალურ დახმარებას საჭიროებს, მაშინ უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს და შეავსოთ განაცხადი.
რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?
მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზენაკლებია:

120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 100 ლარის ოდენობის შემწეობას.
წყარო:ambavi.club

Share.