”სასწაულად გადაურჩა ბავშვი სიკვდილს, რატომ დებთ მიწაში ისევ! რის გამო?” – ნახეთ რას წერს გაბრაზებული მაია ასათიანი ევა ბარბაქაძეზე

0

შორენა ბეგაშვილის შვილმა ევა ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული სურათები განათავსა, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი, ნაწილის მხრიდან კი დადებითი შეფასება მოჰყვა.
მაია ასათიანი ამან გააღიზიანა, აღნიშნულ უარყოფით გამოხმაურებებს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:
„ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა!

ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, ამიხსენით ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ!!! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ!!!

და რის გამო??? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი, რომ აცვია??? მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!!!“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

Share.