“საწყალი ბავშვი თურმე როგორ დაიღუპა, დამნაშავე ყველაფერი აღიარა..” – ნახეთ თურმე ნავით რომ შეუყვანია 4 ბავშვები

0

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბა­თუმ­ში მო­ზარ­დე­ბის ზღვა­ში გაყ­ვა­ნი­სა და მათი მი­ტო­ვე­ბის საქ­მე­ზე, სამი პირი და­ა­კა­ვა.
ერთ-ერთს ბრა­ლად არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა, ორს კი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა.
უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზ.ს.-მ მკვეთ­რი მა­ნევ­რით, ე.წ. გა­სა­ბერ ბა­ნან­ზე მჯდო­მი ოთხი­ვე პირი, მათ შო­რის ლუკა აბუ­ლა­ძე გან­ზრახ გა­და­ყა­რა წყალ­ში, ისე რომ მათ სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, თა­ვად კი კა­ტერ­ზე მყოფ თან­ხლებ პი­რებ­თან, ამ­ჟა­მად აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერ­თად სვლა გა­ნაგ­რძო.

ლუკა აბუ­ლა­ძის ცხე­და­რი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრობ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ დღეს იპო­ვეს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ბა­თუმ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დის, 2007 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა. – ს ცხე­და­რი, ნა­პი­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იქნა ნა­ნა­ხი.

ლ.ა. – ს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს მი­მარ­თეს, რის შემ­დე­გაც არას­რულ­წლოვ­ნის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში უწყე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი ჩა­ერ­თვნენ. ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამი პირი: 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ს., 2004 წლს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.მ. და 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ. და­ა­კა­ვეს.

ზ.ს.-ს ბრა­ლად ედე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა.

ხოლო ნ.მ. და ლ.მ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ზ. ს.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ივ­ლისს, ბა­თუმ­ში, ლ.ა. და კი­დევ სამი პირი მისი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბულ კა­ტერ­ზე გა­მობ­მუ­ლი ე.წ. გა­სა­ბე­რი ბა­ნა­ნით ზღვა­ში გა­იყ­ვა­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზ.ს.- მ მკვეთ­რი მა­ნევ­რით, ე.წ. გა­სა­ბერ ბა­ნან­ზე მჯდო­მი ოთხი­ვე პირი, მათ შო­რის ლ.ა. გან­ზრახ გა­და­ყა­რა წყალ­ში, ისე რომ მათ სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, თა­ვად კი კა­ტერ­ზე მყოფ თან­ხლებ პი­რებ­თან, ამ­ჟა­მად აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. – სთან ერ­თად სვლა გა­ნაგ­რძო.

წყალ­ში აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, სამ­მა ახალ­გაზ­რდამ ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლა შეძ­ლო, ხოლო ლ.ა. – ს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Share.