”ტატამ გამხადა დედა… მე და ტატა ერთად აღარ ვართ, მაგრამ მეც მიხარია დედის დღე…” – ნახეთ თიკო ჩხეიძის მიმართვამ ხალხი აატირა

0

მოდელი თიკო ჩხეიძე ცოტახნის წინ „პრაიმშოუს“ სტუმრობდა. შეგახსენებთ, რომ მას და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის ქალიშვილი, ტატა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალათ. თიკოს საუბარს აუდიტორიაში მსხდომები ემოციებისა და ცრემლების გარეშე ვერ შეხვდნენ.
„მე და ტატა ერთად აღარ ვართ, მაგრამ მეც მიხარია დედის დღე, რადგან ტატამ გამხადა დედა… მათ, ვისაც შვილი გარდაეცვალა, უნდა იბრძოლონ თავიანთი შვილებისთვის, თუ სხვა შვილებიც ჰყავთ და თუ არ ჰყავთ, უნდა იბრძოლონ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ისინი სჭირდება.

ცხოვრებას არ შეუშინდნენ და გააგრძელონ ცხოვრება, რადგან ბევრი ადამიანია გარშემო, ვისთვისაც მათი ღიმილი მნიშვნელოვანია… თუნდაც ის, რომ მე ფეხზე ვდგავარ, შესაძლოა, იყოს მაგალითი, რომ სხვა ფეხზე წამოდგეს და ცხოვრება გააგრძელოს…

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ტკივილი და განსაცდელი. მე ხომ მყავდა შვილი… ახლა ორი შვილი მყავს, მაგრამ… დედებმა, რომელთაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ და აღარ ჰყავთ, ხომ იციან, რამხელა სიყვარულია ეს, რა არის დედობა, როგორია, როცა შვილი გყავს. დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება. უნდა იცხოვრონ თავიანთი შვილებისთვის…“ – წერს თიკო ჩხეიძე.

Share.