უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა მალე დასრულდეს? – 15 პუნქტიანი გეგმა ასეთია

0

Financial Times-ი მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ახლა 15 პუნქტიან გეგმას განიხილავენ.
შესაძლო შეთანხმების პირობები ასეთია – ცეცხლი შეწყდება თუ კიევი უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე, ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება სამხედრო ძალების შეზღუდვას. სანაცვლოდ კი, უკრაინის დაცვის გარანტიას აიღებენ მისი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.

კომპრომისისთვის სივრცეს ხედავს უკრანული მხარეც, თუმცა საკუთარი პირობებით. ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა თანახმაა ნეიტრალიტეტზე შვედური ან ავსტრიული მოდელებით. კიევში აცხადებენ, რომ მოლაპარაკება მძიმედ, მაგრამ მაინც წარმატებით მიმდინარეობს.

Share.