“ყაარს ყველა მიმართულებით ყველგან ყველაფერი….” – ნახეთ რა გამაოგნებელ პოსტს ავრცელება ანა ბალამწარაშვილი

0

ემიგრანტი ანა ბალამწარაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გორის ერთ-ერთ კლინიკაში მწოლიარე ბავშვის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით ექიმების მხრიდან გულგრილობის მსხვერპლი აღმოჩნდა:
“ეს პაწაწუნა ხელები ეგრეთ წოდებულ საზღვართან მცხოვრებ და ახლა გორში, დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანაში” მწოლიარეს ეკუთვნის.
შევძრწუნდი როცა ვნახე, დავურეკე ექიმს(გვარს არ დავწერ შეგნებულად პაციენტის უსაფრთხოების გამო)პირადად და ვესაუბრე, ვიკითხე მიზეზი რა ჭირდა პატარას, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილია ბრონქიტია მიზეზი რის გამოც იქ მოხვდა.

არც არაფერი ისეთიო მითხრა, კათეტერი რომ ჩავუდგით დავუმაგრეთ “ლეიკოთი”, დაუსველდა და ეს იმის შედეგიაო, კარგი დავიჯერე რომ ეს ასეა.
შემდეგ იწყება მთავარი, დედის ბრალიაო, დედამ ვერ მიხედაო, და საერთოდ საიდანღაც რეკავთ (ნომერი უცხო იყო) იქ ექიმები ამდენს არც დაგელაპარაკებიანო.
რა პანიკები ატეხეთ 2-3 დღეში გაუვლისო, ჩხუბი თუ გინდათ არაა პრობლემაო, არა და ძალზეც მშვიდად ვსაუბრობდი, არ მჩვევია ასეთ სიტუაციებში ემოციებზე აყოლა, საუბრის ბოლოს “მიმითითა” იყავით იქ სადაც ხართ და დამანებეთ თავიო.

მიხვდით ალბათ, რა კატეგორიასთან მქონდა ეს დიალოგი, თან ექიმია, ექიმი – რომელმაც პირველ რიგში ენით უნდა განკურნოს პაციენტი, ალესილი დანებივით საუბრობენ ვისგანაც არაფერს ელიან!!!!!

ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას პაციენტთან მიმართებაში და მშობლისთვის გადაბრალებას, ყველაზე საგანგაშო ესააა!!!!!!!!

ყაარს ყველა მიმართულებით ყველგან ყველაფერი….

ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ნამდვილ ექიმს და ასეთებს ბევრს ვიცნობ!!!“, – წერს ანა ბალამწარაშვილი

Share.