“ყურადღება! ბავშვებში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტი, 500 შემთხვევა და 11 გარდაცვლილი ბავშვი..” – ნახეთ ცნობილია სიმტპომები

0

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება დააანონსა. უცნობი დაავადება ერთ თვეში, 25 ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ 500- მდე შემთხვევაა გამოვლენილი და 11 ბავშვია გარდაცვლილი.აშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე პრესკონფერენციაზე დაავადების შესახებ ისაუბრა.
„ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია. არცერთი შემთხვევა,

რომელიც ამ 450 შემთხვევაში შედის, არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74% არის ადენოვირუსი,ხოლო შემთხვევების 20%-ში ასევე ნანახია კორონავირუსით ინფიცირება. დღეს პასუხი, თუ რა იწვევს ამ შემთხვევებს, არ არსებობს. რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა.

ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ დაფიქსირებულა. სულ მსოფლიოს 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებული არ არის. საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ამ მონაცემებით ამაზე საუბარი ადრეა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

არსებულული ინფორმაციით თვალების სიყვითლე, უმადობა, ძლიერი სისუსტე, გულის რევის შეგრძნება და გონების დაბინდვა,- ეს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, დაუდგენელი წარმოშობის ინფექციას – მწვავე ჰეპატიტს ახასიათებს.
წყარო:daqali.club

Share.