“შოკიდან ვერ გამოვიდვარ,ლიფტში ერთი გოგო შემოვიდა და..” – ნახეთ გურამ შეროზიას ლიფტში წარმოუდგენელი რამ შეემთხვა

0

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია ლიფტში მომხდარ სახალისო შემთხვევას იხსენებს.
„წინა კვირაში ვიღაცამ დამიწერა: წეღან ჩამიარეთ, ისე მინდოდა ჩახუტება და ვერ გავბედეო. მეთქი რას ამბობთ, მოდით ხოლმე, გამიღიმეთ და ჩახუტებაც ძალიან მიყვარსმეთქი…

ჰოდა, გუშინწინ ლიფტში გოგომ – უი, როგორ მიყვარხარ, იმდენს გიმესიჯებდიო. ჯერ სელფის გადაღებისას ისე მომაჯდა წინიდან და მერე ყელში ისე ვნებიანად მაკოცა და ცხელი სუნთქვითაც მიმაბუგა, რომ ახლაც ვეღარ გამოვდივარ შოკიდან.არ მოგერიდოთ, გამიღიმეთ და ჩამეხუტეთთქო, ის კი არ მიგულისხმია, სადაც მნახავთ იქვე ჩამატ*ანითმეთქი, რავიცი… ახლა მთლად ნატურით ნუ ამოიღებთ ყველა გახარჯულ სმს-ს.“ – წერს შეროზია.

Share.