“ჩემი მეორე შვილია ლევანიკო… წლები გავიდა რაც მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით…” – ნახეთ რა განცხადებას ავრცელებს მაია ასათიანი

0

სოციალურ ქსელში მაია ასათიანი ნათია გოგსაძის 18 წლის შვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს, რომ ეს ნამდვილი უსამართლობაა რადგან ლევანი მძიმე ფორმის აუტისტია და წლებია უამრავი ადამიანი მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ელოდება.
“ეს არის ლევანიკო, ჩემი მეორე შვილი, ჩემი უახლოესი მეგობრის ნათია გოგსაძის უფროსი ვაჟი. წლებია ყველა,ვისაც ის გვიყვარს მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით, ლევანიკო მძიმე ფორმის აუტისტია.

დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც წარდგენილი იყო პოლიციის ოქმი, სადაც შავით თეთრზე წერია,რომ გამომძიებელი ორჯერ ესაუბრა მას(!!!!) და ლევან გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ჯარში წასვლაზე!!!!!! ჩემი ნათია 18 წელია უშედეგიდ იბრძვის ,რომ შვილმა დედა დაუძახოს!!!!!!”
leva

Share.