“ცოლი რომ მყავდეს, შენ კი არ შეგაჭმევინებდი აქ ნერვებს…” – “ბზიკო” პრაიმ ჰაუსში ანას დაუპირსპირდა

0

“პრაიმ ჰაუსში“ „ბზიკოსა“ და ანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ანამ დავით გაფრინდაშვილის მიერ გაჟღერებული კომპლიმენტები, ვიკისთან ფლირტად აღიქვა, რის გამოც, მათ კონფლიქტში სხვა მონაწილეებიც ჩართნენ.

„ეს ადამიანი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს… არ ვიცი, არც საზოგადო მოღვაწეა, რატომ უნდა მცოდნოდა?! შემოვიდა ჩვეულებრივი ადამიანი და ნუ მტენის თავის ცნობადობას. იფლირტავა გოგოსთან, დავარქვი ფლირტი, არ იფლირტავო – არ დავარქმევ. მე კი არ უნდა მედავებოდეთ, ფლირტი რატომ თქვიო, იმასთან (ბზიკო) უნდა მიდიოდეთ… თუ სახლში ცოლი ჰყავს, გოგოს არ უნდა ეუბნებოდეს, რა ლამაზი თვალები გაქვს და რა საყვარელი ხარო,“ – თქვა ანამ.

„ბზიკოს“ პასუხი კი ასეთი იყო: „ცოლი რომ მყავდეს, აქ შენ კი არ შეგაჭმევინებდი ნერვებს“.

წყარო: tia.ge

Share.