“17 წლის შვილის მოკვლაც უნდოდა, გაკოჭა მაგრამ..” – ნახეთ ცნობილია იმ ცოლ-ქმრის ვინაობა რომლებიც სასტიკად მოკლეს კახეთში

0

კახეთში ცოლ-ქმარი შვილის თვალწინ მოკლეს.თელავში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალებს ახლა სამართალდამცველები იძიებენ. ცოლ-ქმრის მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით გამთენიისას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარედ, კერძოდ, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, გიორგი სამხარაძის კუთვნილ ფერმაში მოხდა. როგორც ირკვევა, მოკლული ცოლ-ქმარი ფერმის მფლობელის ახლობლები იყვნენ და ისინი იქ მეურნეობას უძღვებოდნენ.სადისტურად მოკლული გიორგი ჯიბიაშვილი და მაკა ზურაბაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანიდან არიან. ორივე ადგილზე გარდაიცვალა, ცხედრები მშობლიურ სოფელში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მიასვენეს.

“ჩვენი სოფლიდან კარგა მოშორებით არის ეს დანაშაული მომხდარი. ნაკრძალის ტერიტორიას ეძახიან, ე.წ ტყე-პარკია, დაცული ტერიტორია. ჩვენს სოფელთან შეხება არ ჰქონიათ, ამიტომ, არც გარდაცვლილებს ვიცნობთ და არც მომხდარის დეტალებზე გვაქვს ინფორმაცია”, – გვითხრეს სოფელ კონდოლში.როგორც ირკვევა, შემზარავი მკვლელობა მოკლულების ქალიშვილის თვალწინ მოხდა. სავარაუდოდ, ის იქნება ამ საქმეში მთავარი მოწმე და ბრალდებულს დაუპირისპირდება. სოფელში ნათესავები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი თანხა იყო. მკვლელი ფულს ეძებდა და ამ ფულისთვის დახოცა ორი ადამიანი. ნათესავები იმასაც ამბობენ, დამნაშავემ მოკლულების გოგონაც გაკოჭა, თუმცა, მისი მოკვლა ვერ მოასწრო, რადგან სიკვდილამდე მაკამ პოლიციაში დარეკვა მოახერხა და დახმარება ითხოვა.შემთხვევის ადგილზე მისულ ძალოვნებს კი უმძიმესი სურათი დახვდათ. დამნაშავემ ეტყობა მიმალვა შეძლო, თუმცა ის იდენტიფიცირებულია და მალე წარდგება სამართალდამცველთა წინაშე.„თურმე, გიორგის ჰქონდა მიწის რეალიზაციით მიღებული დიდი თანხა. იმ კაცმა ეს იცოდა, რადგან წინა დღით გიორგი ამ ფულის ასაღებად იყო წასული. ასე ვიცით, რომ გაზიან სასმელში რაღაც ჩაუყარა, ეტყობა, ამ გზით მოწამვლა სცადა, მაგრამ არაფერი რომ არ დაემართათ, ისინი თოფით დახოცა. თურმე, მათ გოგონასაც ეკითხებოდა, მითხარი, ფული სად აქვთო, ბავშვიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, შეიძლებოდა, ისიც მოეკლა. როგორც ვიცით, მან გაქცევა შეძლო და ახლა პოლიცია ეძებს”,- ამბობს მოკლულების ახლობელი.
წყარო:statiebi.club

Share.