“8 ადამიანი იჯდა და თანაც ვინ 8 ადამიანი..” – ნახეთ ცნობილია ვინები ისხდნენ ვერტმფრენში რომელიც კლდეს დაეჯახა და აფეთქდა

0

გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის დროს, ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა.უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

არიან თუ არა გარდაცვლილები, ამ საკითხზე შსს-ს განცხადებაში საუბარი არაა.

“დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი”- ნათქვამია განცხადებაში.

Share.